სიურპრიზი საქართველოსგან მის მეექვსმილიონე ტურისტს

ტურიზმის დეპარტამენტმა სარეკლამო კომპანია Windfor's-თან ერთად გადაწყვიტა, საქართველოს მეექვსმილიონე ტურისტისთვის განსაკუთრებული დახვედრა მოეწყო და ჯადოსნური გარემო შეექმნა.

ექსპერიმენტი აეროპორტიდან დაიწყო, სადაც ჰოლანდიიდან ჩამოსულ იღბლიან ჯესპერს, პირველ რიგში, ქართული ღვინო მიართვეს, ხოლო შემდეგ სპეციალურად მისთვის მომზადებულ მანქანაში ჩასვეს, სადაც მას იდუმალმა მძღოლმა კონვერტი გადასცა.

"ძვირფასო ჯესპერ, შენ ჩვენთვის განსაკუთრებული სტუმარი ხარ, მოემზადე სიურპრიზებისთვის" - საქართველო.

ამის შემდეგ, ახალგაზრდა ჯესპერის ჯადოსნური მოგზაურობა ყოველ ნაბიჯზე გრძელდებოდა. ექსპერიმენტში საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ჩაერთო და საქართველოს მე-6 000 000 სტუმარი ვახშამზე მიიწვია.