ოსკარზე ყველაზე მეტ მადლობას დედებს უხდიან

Getty Images / Goodnews

მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს ოსკარზე უფრო მეტ მადლობას, ვიდრე თავად კინოაკადემია. მსახიობები თავიანთი ცხოვრებისა და კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დროს დედებს იხსენებენ და თავიანთ წარმატებას მას უძღვნიან.

2012 წელს ამერიკის კინოაკადემიამ დედების დღეს ვიდეო მიუძღვნა, სადაც ჩანს, რომ ოსკარზე ყველაზე მეტ მადლობას დედას უხდიან.

საქართველოში დედის დღეს 3 მარტს ზეიმობენ. მრავალი ქვეყანა კი ამ დღეს მაისის მეორე კვირა დღეს აღნიშნავს, მათ შორისაა ამერიკა.