გუდაურში პირველი საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება

მომავალ წელს გუდაურში Radisson Blu Gudauri-ის პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება, რომელიც წარმოდგენილი იქნება 150 ნომრით.

ეს იქნება პირველი ხუთვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო მთის კურორტზე არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.

Radisson Blu Gudauri მაღალი კლასის სასტუმროსთვის დამახასიათებელი ყველა იმ საჭირო ინფრასტრუქტურით იქნება წარმოდგენილი, როგორებიცაა რესტორნები და ბარები, საკონფერენციო დარბაზები, სპა, ღია და დახურული აუზი, გასართობი ცენტრი და ა.შ. ამ ეტაპზე სასტუმროს პროექტირებაზე გერმანელი და ქართველი არქიტექტორების ჯგუფი მუშაობს.

გუდაურის განვითარების მასშტაბური, გენერალური გეგმა სამთო–სათხილამურო კურორტების დამგეგმავმა, მსოფლიოში ცნობილმა კანადურმა კომპანიამ „ეკოზაინმა შეიმუშავა, რომელსაც დაგეგმარებული აქვს ავსტრიის, საფრანგეთისა და შვეიცარიის ცნობილი კურორტები