გირჩში 31 დეკემბერს დათესილმა მარიხუანამ გაიხარა

31 დეკემბერს, ღამის 9 საათზე, გირჩის ოფისში პარტიის ლიდერმა და მოხალისეებმა მარიხუანა დათესეს. "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი" - ასე შეაფასეს აქტივისტებმა მათი ქმედება, რომელიც პირდაპირ ეთერში გაშუქდა. კანაფის დათესვას გამოეხმაურა უცხოური მედიაც.

რამდენიმე კვირით ადრე, ზურაბ ჯაფარიძემ მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოსთხოვა, მომხდარიყო ნებისმიერი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია და მარიხუანის ლეგალიზაცია.

31 დეკემბერს დათესილმა კანაფმა უკვე გაიხარა.

ფოტო: დავით კვირკველია

ნახეთ როგორ გამოიყურებიან კანაფის ნარგავები გირჩის ოფისში.