"სეკრეტკალა" - ამ სანტებიდან ერთ-ერთი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეა

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სანტა-კლაუსის ფორმაში გამოეწყო და სხვა სანტებთან ერთად თბილისის ქუჩებში გავიდა. საახალწლო აქციის ფარგლებში მან ბავშვებს ტკბილეული დაურიგა.

"როცა პატარა ბიჭი ვიყავი ზღაპრების და სასწაულების მჯეროდა. მერე, ცოტა რომ გავიზარდე, ვიფიქრე, რომ სასწაულები მხოლოდ ზღაპრებში ხდება. ცოტა კიდე რომ გავიზარდე, ჩემი ზღაპრის შექმნა მე თვითონ დავიწყე და ის, რაც მიუღწეველი და ჯადოსნური სასწაული მეგონა, როგორც ვოცნებობდი - ისე ამიხდა. არ დაკარგოთ თქვენი ბავშვური, ზღაპრული სურვილები ! გჯეროდეთ, რომ ცხოვრება ერთი დიდი ზღაპარია, რომელსაც თქვენ თვითონ ქმნით. ახალი წლის ღამით კი, სიზმრებიდან გამოპარული თოვლის პაპა ნაძვის ხესთან დგას და ჩვენს ოცნებებს, სურვილებს ითვლის ... გილოცავთ ახალ, ზღაპრულ წელს და გჯეროდეთ, სასწაულები ჩვენს გვერდით ხდება!" - წერს ენერგეტიკის მინისტრი ფეისბუკზე.