უნდა გაუქმდეს თუ არა ონლაინ სესხები?

® პარტნიორის კონტენტი

29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება. თუმცა, შემდეგ დაზუსტდა, რომ კომპანიებს სესხის გაცემაზე გარკვეული რეგულაციები დაუწესდებათ. თუმცა, ჯერჯერობით ყველაფერი განცხადების დონეზეა.

ცნობილია, რომ ამ ეტაპზე ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (შპს) და არის ჩვეულებრივი ბიზნესი. ისინი არ განეკუთვნება საფინანასო სექტორს და შესაბამისად, მათზე არც ეროვნული ბანკის რეგულაციები ვრცელდება.

საინტერესოა, უნდა გაუქმდეს თუ არა ონლაინ სესხები?თუ ბოლო დროის ტენდენციას გადავხედავთ, აღნიშნული ბიზნესის ბაზარს ყოველდღიურად ახალ-ახალი კომპანიები ემატება და მათი რაოდენობა უკვე 40–ზე მეტია.

თუ, მათ მიერ შემოთავაზებული პირობები გაინტერესებთ, sesxebi365 company დაგეხმარებათ, რადგან მის ვებ-გვერდზე თითოეული კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია არის განთავსებული.

უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერის ამ გადაწყვეტილების საფუძველი შექმნა უკმაყოფილო მომხმარებლების მიერ გამოთქმულმა პრეტენზიებმა, მაღალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა ვერ დაფარეს სესხი დათქმულ დროს და ძირ თანხასა და პროცენტთან ერთად ჯარიმაც ემატებათ გადასახდელად. ამ ადამიანების მიერ აღებული სესხის რაოდენობა კი საერთოდ გაცემული ონლაინ სესხების 7%-ს წარმოადგენს, ანუ მათ შემთხვევას პრობლემური სესხების სტატუსი აქვთ. კრედიტინფოს (საკრედიტო ინფორმაციის ბიურო) მონაცემებით, დღეის მდგომარეობით საქართველოში 4 მილიონზე მეტი ონლაინ სესხია გაცემული.

ამ ციფრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მომხმარებელს ეს პროდუქტი სჭირდება, რადგან საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამ რიცხვს უნდა გამოვაკლოთ მოხუცების და ბავშვების რაოდენობაც, რომლებიც სესხით არ სარგებლობენ, ასევე აღნიშნული სერვისით არ სარგებლობს შედარებით შეძლებული ფენაც და გამოდის, რომ თითო მომხმარებელზე ერთზე მეტი სესხი მოდის.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული ვალუტაც დღითი დღე უფასურდება დოლართან მიმართებაში და პროდუქტებზე და პირველი მოხმარების საგნებზე თუ სხვა მომსახურებაზე ფასები ყოველდღიურად იზრდება, ონლაინ სესხზე მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ეს პროცესები თითოეული ადამიანის მატერიალურ მდგომარეობას აზარალებს. წინ კი შობის, ახალი წლის დღესასწაულები მოდის, რომლებსაც ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საზეიმოდ აღნიშნავს და სამზადისის გამო ჩვეულებრივზე მეტი ხარჯის გაწევა უწევთ. ამას ისიც ემატება, რომ ყველაზე მცირე, კიდევ 3 თვე წინ სიცივეები გაგრძელდება, ზამთრის პერიოდში კი კომუნალური გადასახადები მკვეთრად იზრდება.

ამასთან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის მონაცემებით მოსახლეობის 12 პროცენტი უმუშევარია, კიდევ უფრო მეტს არ აქვს სტაბილური შემოსავალი, მოულოდნელი ფინანსური პრობლემების გადასაწყვეტად კი ონლაინ სესხი, ხშირად, მათთვის საუკეთესო და ყველაზე სწრაფი გამოსავალია.

გამოდის, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, ეს პროდუქტი საკმაოდ პრაქტიკულია და, თუ კომპანიასაც სწორად აირჩევთ, მაშინ თქვენი სესხი სულაც არ გახდება პრობლემური. ამგვარი ერთ-ერთი სანდო კომპანია არის MiniCredit | sesxebi365.com, რომელიც თითქმის 5 წელია, წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე.