10 წლის აუტისტი გოგოს მიერ საოცრად შესრულებული Hallelujah

10 წლის გოგომ ჩრდილოეთ ირლანდიიდან მსოფლიო გააოცა მას შემდეგ, რაც მისი სიმღერა თავის სკოლის გუნდთან ერთად ინტერნეტში გავირუსდა.

მოსწავლეების გუნდი Hallelujah-ს ლეონარდ კოენისეულ ვერსიას მღერის. ვიდეოს რამდენიმე დღეში უკვე მილიონამდე ნახვა აქვს.

მთავარი შემსრულებელი 10 წლის კაილი როჯერსია. მას აუტიზმი და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) აქვს. პატარა გოგოს სიმღერა თავდაჯერებულობის მომატებასა და განვითარებაში დაეხმარა.

წაიკითხეთ მეტი On.ge-ზე.