Jay-Jay Johanson-ის საახალწლო ღამე ქართველი მსმენელისთვის

31 დეკემბერს თბილისს შვედი მომღერალი და კომპოზიტორი ჯეი ჯეი იოჰანსონი ეწვევა და ახალი წლის ღამეს SPACEHALL-ის სცენაზე კონცერტს გამართავს.

ჯეი-ჯეი იოჰანსონი 20-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში პოპის, ელექტრონული მუსიკის, ტრიპ-ჰოპისა და ორკესტრული არანჟირების სინთეზით ქმნის მუსიკას. ის განსაკუთრებით ცნობილია თავისი მელანქოლიური ვოკალით.

იოჰანსონს ათი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი ჰიტებია: Believe in Us, She Doesn’t Live Here Anymore, Far Away, It Hurts Me So და სხვა. მუსიკოსის ბოლო ალბომი Opium 2015 წელს გამოვიდა.

შვედი მუსიკოსი ჯეი ჯეი იოჰანსონის პირველი ვიზიტი თბილისში, ასევე პროექტ მუზამეს ფარგლებში, 4 ივნისს შედგა.

ღონისძიების შესახებ გაიგეთ მეტი On.ge-ზე.