15 მეტრის სიღრმის ჩანგრეული გზა იაპონელებმა 2 დღეში შეაკეთეს

იაპონიის ქალაქ ფუკუოკას ცენტრში გაჩენილი ორმო ისევე სწრაფად შეივსო, როგორც გაჩნდა.

იაპონელებმა 30 მეტრის ფართობისა და 15 მეტრის სიღრმის ორმო 2 დღეში ამოავსეს. ღრმული 8 ნოემბერს, დილის 5 საათზე მოულოდნელად წარმოიქმნა და ის საფრთხეს უქმნიდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებს.

იაპონელი მუშების შეუჩერებელი და ეფექტიანი სამუშაოს შესრულების შემდეგ, გზა შეკეთებიდან რამდენიმე დღეში გაიხსნა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი გზა უსაფრთხოდ შეაფასეს.

ქალაქ ფუკუოკას მერის თქმით, ახალი გზა 30-ჯერ უფრო გამძლეა, ვიდრე მისი წინამორბედი.

გაიგეთ მეტი.