ქოლგა წვიმიან ამინდში ველოსიპედით სასეირნოდ

მათთვის, ვისთვისაც ცუდი ამინდი ველოსიპედით სეირნობის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია,ახალი გამოგონება სასიამოვნო სიახლეს წარმოადგენს.

სხვადასხვა ინოვაციური პროექტების დასაფინსანსებლად შექმნილ პორტაზე kickstarter.com, ამერიკელმა დეველოპერებმა წარმოადგინეს გამოგონება LEAFXPRO - ქოლგა, რომელიც ველოსიპედზე მაგრდება და მომხმარებელს ძლიერი წვიმისგან დაიცავს.

გამოგონების რამდენიმე ვერსია არსებობს: კლასიკური, ოჯახური და პროფესიონალური ვარიანტები.

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა აეროდინამიკურადაც გამართულია და ძლიერი შემხვედრი ქარის პირობებშიც არ ართულებს მოძრაობას. 

ველოსიპედის ქოლგა ადვილი მოსახმარია, იწონის სულ რაღაც ერთ კილოგრამს, იკეცება და თავსდება სპეციალურ ზურგჩანთაში. სურვილისამებრ შეიძლება მისი სხვადასხვა ფერის ვარიანტის არჩევაც.

აღსანიშნავია, რომ ამ გამოგონებით შემქმნელებს სურთ პოპულარიზაცია გაუწიონ ისეთი ტრანსპორტის გამოყენების პროპაგანდას, რომელიც გარემოსთვის არასაზიანოა.

მისი შეძენა ველომოყვარულებს კი უკვე სექტემბრიდან 153 დოლარად შეეძლებათ.