Beauty and the Beast-ის პირველმა თრეილერმა ჩვენამდე მოაღწია

Disney-ის მიერ გადაღებული ფილმის ურჩხული და მზეთუნახავის პირველმა თრეილერმა, რომელიც ნამდვილად ძალიან სასიამოვნო სანახავი აღმოჩნდა, საბოლოოდ მოაღწია ჩვეულებრივ მოკვდავებამდე.

თრეილერის პრემიერა დილა მშვიდობისა ამერიკას ეთერში დღეს გაიმართა. ფილმში მშვენიერი და დამოუკიდებელი ბელის როლს ემა უოტსონი ასრულებს, რომელსაც უყვარდება ურჩხული, რომელიც მას თავის სასახლეში ატყვევებს.

მულტფილმისგან განსხვავებით, რომელშიც ბელი გამომგონებლის შვილია, ფილმში თავად ემა უოტსონის გმირია გამომგონებელი.

ურჩხული და მზეთუნახავი კინოთეატრებში 2017 წლის 17 მარტიდან გამოჩნდება.

Beauty and the Beast-ის პირველი თიზერი 23 მაისს გამოვიდა.