ნინო ბასილიას ფილმმა "ანას ცხოვრება" ერთ დღეში ორ კინოფესტივალში გაიმარჯვა

ნინო ბასილიას ფილმი "ანას ცხოვრება" პალმა დე მალიორკაზე გამართულ კინოფესტივალზე მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

On.ge-ს ინფორმაციით, ამ გრან პრის მოპოვებიდან სულ რამდენიმე საათში, ანას ცხოვრებამ კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, საფრანგეთში, Arras Film Festival-ზე, სადაც ნინო ბასილიას პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის გადასცეს.

ქართული ფილმი ასევე არგენტინის კინოფესტივალის Construir Cine მთავარი ჯილდოს Merit Award-ისა და სხვა საერთაშორისო ჯილდოების მფლობელია.