Aerosmith საქართველოში კონცერტს გამართავს

Aerosmith-ის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ამ გაზაფხულზე ამერიკული როკ-ჯგუფი საქართველოში კონცერტს გამართავს.

მსმენელი სტივენ ტაილერს 20 მაისს, ბლექ სი არენაზე იხილავს.

ეს აეროსმიტის პირველი ვიზიტია საქართველოში. როკ-ჯგუფი საქართველოს ტურნეს ფარგლებში ეწვევა და კონცერტებს ისრაელში, გერმანიაში, დანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც გამართავს.