John Lewis-ის ახალი საშობაო რეკლამა უპირობო ბედნიერებას გპირდებათ

ყოველ წელს მთელი მსოფლიო ელოდება ჯონ ლუისის საშობაო რეკლამას.

და აი ისიც, საჭირო დროს გვიყვება პატარა გოგონა ბრიჯიტის შესახებ, რომელსაც ძალიან უყვარს ხტუნვა. ეს მისი საყვარელი გასართობია, რომელიც შესაძლოა საათებიც კი გაგრძელდეს.

შობის წინა ღამეს მშობლებს ბრიჯიტისთვის ეზოში უზარმაზარი ბატუტი მოაქვთ, თუმცა მხიარული გასართობით მოულოდნელი სტუმრებიც ინტერესდებიან...