ტელეგრაფი ნიუ-იორკელებს ლონდონში გადასვლას სთავაზობს, კალიფორნიელებს - კახეთში

ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა იმ ამერიკელებზე იზრუნა, რომლებსაც ტრამპის ამერიკაში ცხოვრება არ სურთ და მათთვის ოკეანის გადაღმა ალტერნატიული ადგილები მოიძია.

სიაში ერთ-ერთ ადგილს საქართველოს აღმოსავლეთის მხარე კახეთი იკავებს.

"ჯორჯია შტატი არაა, საქართველოა, სადაც სიხარულით მიგიღებენ. ეს ახალი კალიფორნიაა, სადაც თავისი კერძები აქვთ და მევენახეობას მისდევენ. იცოდით, რომ საქართველოში ღვინოს 8 000 წელია რაც ამზადებენ?"

  • ტელეგრაფი ნიუ-იორკში მცხოვრებლებს ლონდონში გადასვლას ურჩევს;
  • სიეტლის მოქალაქეებს - ვიენაში;
  • ლას-ვეგასელებს - მაკაოში;
  • პალო-ალტოელებს - სტოკჰოლმში;
  • ვაშინგტონელებს - ბრიუსელში;
  • ან-ფრანცისკოელებს - სიდნეიში;
  • ბოსტონელებს - დუბლინში;
  • ჩიკაგოელებს - მანჩესტერში;
  • სენტ-ლუისელებს - ბუენოს-აირესში და ა.შ.

შეიძლება ითქვას, რომ ბრექსითის შემდეგ, ბრიტანელებსაც მიეცათ სალაპარაკო.

გაიგეთ მეტი.