The Wall Street Journal ამერიკელებს საარჩევნო სტრესის მოსახსნელად აჭარული ხაჭაპურის მირთმევას ურჩევს

The Wall Street Journal ამერიკელებს საარჩევნო კვირის განმავლობაში გასამხნევებლად 4 უცხო ქვეყნის ეროვნულ კერძებს სთავაზობს.

სიაში პირველ ადგილს აჭარული ხაჭაპური იკავებს:

"კანოეს ფორმის პური სავსეა გამდნარი ყველით. ღუმელიდან მისი გამოღებისთანავე მას ცენტრში გატეხილ კვერცხს ასხამენ და ერთმანეთში ურევენ. ის და ნაპირიდან მოტეხილი პურის გემო გაფიქრებინებთ, ხომ არ ღირს თბილისში საცხოვრებლად გადასვლა".

უოლტ სტრიტ ჟურნალის რჩევით, საარჩევნო სტრესის მოსახსნელად, ამერიკელებს ქართულის გარდა შვეიცარიული, ბრიტანული და იტალიური კერძებიც დაეხმარებათ.