მილი ბობი ბრაუნი Birdy-ს და Sigma-ს ახალ მუსიკალურ კლიპში გამოჩნდა

რა ან ვინ შეიძლება იყოს ისეთი კარგი, რომ მისი ყურებით მოგვრილი სიამოვნებით არ იღლებოდე, როგორიც უცნაური ამბების A.K.A. Strangers Things-ის გმირი ილევენია?

მილი ბობი ბრაუნი, რომლის სახეც და მოქმედებებიც შეუძლებელია მოგბეზრდეს, ამჯერად Birdy-სა და Sigma-ს ახალ მუსიკალურ კლიპში, Find me (მიპოვე), გამოჩნდა.

ვიდეოში ჩანს, რომ მილი სიმღერას პირის მოძრაობით სინქრონულად ყვება და განათებულ ქუჩაში ცეკვავს. მისი შესრულების მანერა სასიამოვნო ჟრუანტელის გარეშე არ დაგტოვებთ.