100 წლის თეატრი ახლა უკვე წიგნის ზღაპრული მაღაზიაა

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში El Ateneo-ს სახელობის თეატრი წიგნის დიდებულ მაღაზიად გადაკეთდა.

ახალი მაღაზიის სურათები კარგი მაგალითია იმის, რომ ცვლილება ყოველთვის შეიძლება იყოს უკეთესის მომტანი.

თეატრი 1919 წელს შეიქმნა და იმ დროს ეს ადგილი მხოლოდ ტანგოს მოცეკვავეებს ეძღვნებოდათ. 10 წლის შემდეგ ის კინოთეატრად გადაკეთდა. ახლა კი, წიგნების მომაჯადოებელი მაღაზიაა.

განახლებული შენობის არქიტექტურაზე ფერნანდ მანზონემ იზრუნა, მას არ სურდა ბრწყინვალე თეატრს პირვანდელი ელეგანტურობა დაეკარგა.

მეოცე საუკუნის დასაწყისის თეატრის სულის შესანარჩუნებლად, არქიტექტორმა უცვლელი დატოვა მისი ჭერი.

მაღაზიაში ყოველ წელს მილიონობით ტურისტი უბრალოდ დასათვალიერებლად მიდის. იქ ყოველწლიურად 700 ათასზე მეტი წიგნი იყიდება.