მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქალაქი მდიდარია, სტაბილური და იქ არ არსებობს დისკრიმინაცია

ბიზნეს ინსაიდერის ცნობით, ამ შემოდგომაზე ყველაზე ბედნიერი ქალაქების სიაში პირველი ადგილი სამხრეთ კორეის დედაქალაქმა სეულმა დაიკავა.

სეული მდიდარია, ჯანსაღი, კრიმინალისგან თავისუფალი და ის თავის მოქალაქეებზე ზრუნავს.

უბედნიერესი ქალაქის ინდექსი შემდეგი მახასიათებლებით გამოითვლება:

  1. თანასწორი შემოსავალი;
  2. კრიმინალის დაბალი დონე;
  3. განათლება;
  4. დაბალანსებული დრო მუშაობისა და ცხოვრებისთვის;
  5. ჯანმრთელობა;
  6. ხელმისაწვდომობა.

კვლევის ავტორი Arcadis-ის მიხედვით, კორეის მთავრობა ფოკუსირებულია მისი მოქალაქეების განათლებასა და ჯანმრთელობაზე. სწორედ ეს დაეხმარა სეულს ბედნიერი ქალაქების ასეულში პირველი ადგილი მოეპოვებინა.

წელს ქალაქის 13 უბნის გადაქცევა იგეგმება მშვიდ, თბილ, მსუნთქავ ადგილად. ამის პარალელურად, ქალაქის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს უახლესი ინოვაციებით ანებივრებს.

სეულის გაჯანსაღების ინტენსიური პროგრამა 2013 წელს დაიწყო მთავრობამ და მიზნის მიღწევამდე მათ შემდეგი ნაბიჯები გაიარეს:

  1. ადამიანებზე კონცენტრირებული ქალაქი, დისკრიმინაციის გარეშე;
  2. დინამიური ქალაქი, ძლიერი დასაქმების ცენტრებით;
  3. კულტურული და ისტორიული ქალაქი;
  4. სიცოცხლით სავსე, უსაფრთხო ქალაქი;
  5. სახლის შესაძენად სტაბილური ქალაქი, მარტივი ტრანსპორტირების სისტემა და მოსახლეობაზე ორიენტაცია.

სეული წვიმის დროსაც ძალიან ბედნიერია, ამ დროს ქალაქის ქუჩები მოქალაქეების წინაშე ფერადდება და ცოცხლდება.