ბიჭი, რომელსაც შოკოლადი მოპარეს, Kit Kat-მა შოკოლადის უთვალავი ფილით დაასაჩუქრა

ქურდობა რომ ბოროტებაა, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ შოკოლადის მოპარვა ათასჯერ უფრო დიდი ბოროტებაა!

კანზასის შტატის უნივერსიტეტის სუდენტმა ჰანთერ ჯობინსმა მანქანა 15 წუთით დატოვა ღია და დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ ხარბმა ქურდმა მისი კიტკეტი მოიპარა.

ჯობინსს მანქანაში წერილიც დახვდა, რომელიც იმდენად უცნაური იყო, რომ შოკოლადის გარეშე დარჩენილმა გულგატეხილმა ჯობინსმა ის ტვიტერზე გამოაქვეყნა:

"შენს მანქანაში, ჭიქის ჩასადებში კიტკეტი დავინახე, რომელიც ძალიან მიყვარს. შევამოწმე შენი კარი და ის ღია აღმოჩნდა. მხოლოდ კიტკეტი ავიღე, ბოდიში, მშიერი ვარ".

ტვიტერის აუდიტორია მაშინვე ემპათიითა და სიმპათიით განეწყო ჯობინსის მიმართ. მისი პოსტი სულ მალე ისე გავირუსდა, რომ Kit Kat-მდე მიაღწია. შოკოლადის კომპანიამ გადაწყვიტა, რომ დამწუხრებული ჯობინსი ნამდვილად იმსახურებდა ტკბილეულის დაბრუნებას.

"როგორ შეიძლება ვინმეს კიტკეტი მოპარო? ჯობინს, შეგვეხმიანე და ჩვენ აუცილებლად მოგცემთ სამაგიეროს".

4 დღის შემდეგ ჯობინსის მანქანა 6,500 ფილა უფასო კიტკეტით იყო სავსე.

ჯობინსმა ტკბილეული უნივერსიტეტში სხვა სტუდენტებსაც გაუნაწილა.

"როდესაც გავიგეთ რა დაატყდა თავს, მისი გულისტკივილი ვიგრძენით" - ამბობს ტკბილეულის კომპანია.