ფუმფულა მამები უფრო დიდხანს ცოცხლობენ

შუახნის კაცები ღიპუცებით შესაძლოა უფრო ჯანმრთელები იყვნენ, ვიდრე მათი გამხდარი თანატოლები.

იელის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი რიჩარდ ბრაიბსკესი ამბობს, რომ ფუმფულა, მრგვალი ფორმების ბიჭებს ტესტოსტერონი უფრო დაბალ ხარისხით აქვთ, რაც მათში ნაკლებად იწვევს სიცოცხლისთვის სარისკო საქმეების ჩადენის სურვილს და ყურადღება უფრო მეტად ოჯახებზე და მათ ზრუნვაზე გადააქვთ.

"კომფორტული შარვლების ყიდვის გარდა, სხეულის ცვლილების შემდეგ მათში ვითარდება ჰორმონები, რომლებიც მათ ხელს უწყობენ შინაგან ცვლილებებში და მშობლიური გრძნობების გაღვიძებაში" - წერს პროფესორი თავის ახალ წიგნში, "როგორ ბერდებიან კაცები: რას გვიმხელს ევოლუცია კაცების ჯანმრთელობასა და სიკვდილიანობაზე".

ნიუ-იორკ პოსტის ცნობით, პროფესორი ასევე ამტკიცებს, რომ მრგვალი ფორმების ბიჭებს, დაბალი ტესტოსტერონის დონით, ინფარქტისა და პროსტატის კიბოს ნაკლები რისკი აქვთ.

პროფესორი დასძენს, რომ ეს დასკვნები ვრცელდება არა ძალიან ჭარბწონიანებზე, არამედ მათზე, ვისაც მომატებული წონა მთლად გოლიათად არ აქცევს.