თბილისის ზოოპარკის ახალი შენაძენი

თბილისის ზოოპარკს ახალი წევრი შეემატა. ის გახლავთ მარტში დაბადებული ჰამადრილი ქალბატონი მარტა!

იმის გამო, რომ ახალშობილ ჰამადრილს დედა სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა, პატარა მარტა ვოლიერიდან პირადი ძიძის მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანეს.

ასე ის შორს იქნება ზრდასრული მამრი ჰამადრილებისგანაც, რაც მისი ნორმალური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

ახლა მარტას ძიძა ყოველ საათში აჭმევს, უცვლის პამპერსებს და თბილად გახვეულს ცივ ნიავს არ აკარებს.