რომში ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა

დღეიდან, რომში ვიზიტისას შეიძლება უეცრად საქართველოს დედაქალაქში აღმოჩნდეთ.

ამ ამბავში არანაირი ჯადოქრობაა გარეული და ნუ დაიბნევით, რომში ჩასულები მოულოდნელად თბილისში მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოყოფთ თავს, თუ ჩვენი დედაქალაქის სახელობის ქუჩაზე მოხვდებით.

საქმე იმაშია, რომ თბილისისა და რომის მერების მოადგილეების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, იტალიაში, რომში ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რომში სამიტი მიმდინარეობს, რომლის მთავარი თემაა კლიმატური ცვლილებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ბუნებრივი და ენერგორესურსების მართვა.