თბილისში ყველის ფესტივალი 2016 გაიმართება

თბილისში, 6 საათიანი ყველის ფესტივალი გაიმართება, რომელზეც შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული ყველი.

ფესტივალი კვირას, 6 ნოემბერს ვარდების მოედანზე, დილის 11 საათზე დაიწყება და ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით იმართება.

"ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ, დააგემოვნონ და შეიძინონ ყველის მწარმოებელი 45 კომპანიის პროდუქცია. 
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინისა და თაფლის ნაირსახეობებიც. დასწრება თავისუფალია!" - ვკითხულობთ ღონისძიების გვერდზე.

თბილისში საერთაშორისო ყველის ფესტივალი, სახელად კავკასიური ყველი 2015, პირველად შარშან, ოქტომბერში, გაიმართა.

ფოტოები: სოფლის მეურნეობის სამინისტრო.