ქეთი მელუას ახალი ალბომის შეფასება: იგი მომაჯადოებელია

ქეთი მელუამ 2013 წლის ბოლო ალბომის Ketevan შემდეგ 3 წლიანი პაუზა აიღო და 2016 წლის ბოლოს კი მსმენელს სიურპრიზი მოუწყომ ახალი ალბომი In Winter გამოუშვა და თავისი საუცხოო ხმით კიდევ ერთხელ მოგვნუსხა.

"როდესაც ის თავის საქმეს აკეთებს, სრულიად მომაჯადოვებელია" - წერს ბრიტანული გამოცემა Evening Standard მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ქართველ მომღერალზე.

ალბომიდან პირველი სიმღერა Dreams On Fire ქეთი მელუამ 5 სექტემბერს გამოაქვეყნა:

რამდენიმე კვირაში კი გამოვიდა სიმღერის ვიდეო ვერსია, სადაც ჩანს, რომ მომღერალი მას გორის ქალთა გუნდთან ერთად ასრულებს.

სიმღერის მელოდიის ავტორი თავად მელუაა, ხოლო სიტყვები დონ ბლეკს ეკუთვნის.

ქეთი მელუას ახალი ალბომი In Winter 14 ოქტომბერს გამოვიდა და მისი შეძენა შესაძლებელია როგორც Amazon-ზე, ისე iTunes-ზე.

სრული ალბომი ატვირთულია YouTube-ზეც.