ცნობილი ფოტოგრაფის ახალი წიგნი - როგორ გამოიყურებიან კნუტები თავდასხმისას

ვერ დავიჯერებთ, რომ კატების ფოტოების თვალიერებისას დრო არ გაგპარვიათ, მაშინ როცა საყვარელი ადამიანი გეხვეწებოდათ, რომ ყურაღება მათთვის დაგეთმოთ.

ასეთი ცხოველებზე გაგიჟებული ადამიანებისთვის ფოტოგრაფმა სეზ კასტელმა წიგნი გამოუშვა, რომელიც "მფრინავი" კნუტების მთელ სერიას მოიცავს.

სურათებზე ასახული ყველა კნუტი ცხოველების თავშესაფრებში ცხოვრობენ ამერიკისა და კანადის მასშტაბით. თითოეული მათგანი უკვე იშვილეს კეთილმა ოჯახებმა, ზოგიერთი კი ფოტოების გადაღების დროს იპოვეს და გადაარჩინეს.

"ეს წიგნი თქვენგან მოითხოვს აღმოაჩინოთ ცხოველები და მათი სიყვარულის მოთხოვნილება, მზრუნველობისა და ყურადღების საჭიროება, რომელსაც ისინი სამწუხაროდ ხშირად ვერ იღებენ" - წერია წიგნის პრესრელიზში.

წიგნში იქნება კნუტებისა და კატების 80-ზე მეტი გამოუქვეყნებელი ფოტო, რომლებიც მხიარულად დახტიან ან ბალახებში ჩამალულ კამერას ესხმიან თავს.

ფოტოგრაფის თქმით, მას სურდა სურათებში კატების ნომერ პირველი ბაზისური ინსტიქტი თავდასხმა აესახა, რითიც მათ განსაკუთრებულობას გაუსვამდნენ ხაზს.

ახლა კი შეგიძლიათ მოიმარჯვოთ მაუსი, სკამზე გემრიელად მოთავსდეთ და მოუსვენარი კნუტების სურათებით დატკბეთ.

P.S. ეს ხეზე მოთავსებული ჩაფიქრებული შავი კნუტი კი წიგნის ბონუსია.