ამერიკის ქალაქებში სასკოლო დღის დაწყების 1 საათით წინ გადაწევა წარმატებული აღმოჩნდა

ჩატარებული კვლევის მიხედვით, სკოლის დაწყების საათის გადაწევა ბავშვებზე, მათ მშობლებსა და მასწავლებლებზე დადებითად აისახება.

ამის კარგი მაგალითია ნიუ-იორკის ერთ-ერთი გარეუბანი დობს ფერი, რომლის მოსახლეობასაც ყველა დანარჩენისავით უყვარს ძილი, თუმცა როცა სკოლის ზარი რეკავს, ბავშვები უკვე ფხიზლად არიან.
 
გასულ სექტემბერს ქალაქის სკოლებში სწავლის დაწყების დრო თითქმის 1 საათით გადაწიეს. Insider-ის ცნობით, უფროსკლასელები სწავლას 7:30-ზე, ხოლო დაბალკლასელები 8:15-ზე იწყებდნენ. ახალი პოლიტიკის შემდეგ, მათი სასწავლო დღე 45 წუთით გვიან იწყება.

ახალი მეთოდით სკოლები მოსწავლეების გამოფხიზლებას ცდილობენ და მათ უძილობას ებრძვიან:

ძილის მეცნიერების წარმომადგენლების თქმით, როგორც მცირე ასაკის, ისე თინეიჯერების წარმომადგენლებს ყველაზე მეტად აკლიათ ძილი. ახალი წესის დანერგვის შემდეგ, ისინი სკოლაში მეტად დასვენებულები მიდიან, ახერხებენ უკეთ სწავლას და არიან მეტად წარმატებულები სასკოლო აქტივობებში.