ბაზარზე გამოჩნდა მარიხუანის შემცველი ღვინო, რომელიც უამრავ დაავადებას უმკლავდება

კალიფორნიაში ექიმის რეცეპტით მოქალაქეებს მარიხუანის ლეგალური რაოდენობით მიღება შეუძლიათ. კომპანიები კი მუდამ ცდილობენ მისი მოხმარების ტენდენცია თავიანთი პროდუქტების შექმნაში გამოიყენონ.

მარიხუანის ღვინოში აღმოჩენა უამრავი ადამიანისთვის სასიამოვნო სიახლეა, თუმცა მისი წარმოება ანტიკურ ჩინეთში უხსოვარი დროიდან დაიწყეს.

იმ დროს, როდესაც მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, ასევე ამერიკის რამდენიმე შტატში, მარიხუანის მოხმარება ლეგალური არაა,  და ასევე რიგი ქვეყნები მკაცრი კანონმდებლობით კრძალავენ მარიხუანისა და ალკოჰოლის ერთად მიღებას, კალიფორნიაში მეღვინეები ნაცრისფერ ბაზარს ინოვაციური პროდუქტით, მარიხუანის შემცველი ღვინით, აფერადებენ.

მერი ჯეინის ღვინო - ასე ჰქვია ახალ პროდუქტს, რომელიც წითელია, თუმცა მომწვანო შეფერილობა დაჰკრავს. მას სამკურნალო დანიშნულებაც აქვს. ღვინის საიტზე ვკითხულობთ, რომ ის რეკომენდირებულია გლაუკომით, სიმსივნით, ეპილეფსიით, ქრონიკული ტკივილებით დაავადებული პაციენტებისთვისაც.

Mary Jane Wine ასევე ეხმარება უძილობის ან მოძრაობის პრობლემების მქონე ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც შიზოფრენიის ან სკლეროზის გამოხატულებები აქვთ.

Mary Jane Wine / Instagram