ვაკის პარკში საბავშვო ქალაქი „შუმბა ლენდი“ გაიხსნა

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს ვაკის პარკში  საბავშვო ქალაქი „შუმბა ლენდი“ გაიხსნა.

ტერიტორია წლების განმავლობაში მიტოვებული იყო. რეაბილიტაციის შემდეგ ადგილზე საბავშვო მოედანი მოეწყო. სტუმრებს ტერიტორიაზე შუმბას და კარაკულას პატარა ქანდაკებებიც დახვდებათ.

ადგილზე დამონტაჟდა ატრაქციონები, რომლებიც თბილისის მერიის ცნობით ევროპული წარმოებისაა. მიმდებარე ტერიტორია მოწყო ბავშვებისთვის.

"დღეიდან პატარებს შუმბა ლენდში უამრავი გასართობი დახვდებათ" - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ, მისი თქმით, საბავშვო ქალაქის კეთილმოწყობა 4 მილიონ ლარამდე დაჯდა.

თბილისობის დღესასწაულისთვის დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი იხილეთ ბმულზე.