წარმატებული ოპერაციების შემდეგ დიდი ენით დაბადებულმა გოგონამ პირველად გაიცინა

გოგონა, რომელიც დიდი ადამიანის ზომის ენით დაიბადა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაციის შემდეგ პირველად იღიმის.

პეისლი მორისონ-ჯონსონი, სამხრეთ დაკოტადან, ბეკვით-ვიდემანის სინდრომით (BWS) დაიბადა. დარღვევით, რომელიც პირში ჭარბი ზომის ენას გულისხმობს, მსოფლიოში 11 ათასი ბავშვიდან ერთი იბადება.

მისი ფართო ენა მისი პირის ზომაზე ორჯერ დიდი იყო და გოგონას სუნთქვაში ხელს უშლიდა, რის გამოც პეისლი თვეების განმავლობაში ყელიდან ჩადგმული მილების საშუალებით სუნთქავდა და იკვებებოდა.

პეისლის მშობლების თქმით, წარმატებული ოპერაციის შემდეგ მათმა პატარა გოგონამ პირველად გაიღიმა.

ბავშვი ახლა 16 თვისაა. მას რამდენიმე ოპერაციისას ენის ნაწილები ამოაჭრეს.

ექიმები იმედოვნებენ, რომ პეისლის მეტი ოპერაცია აღარ დასჭირდება.

"ყოველთვის შევინახავ სურათს, სადაც ის ინტუბირებულია. მისი ტირილის ხმა არ ისმოდა. მაშინ უბრალოდ ვნერვიულობდი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. 3 კვირის შემდეგ გვითხრეს პეისლის დიაგნოზი. ახლა ჩვენ მის ყოველ ახალ დღეს სასწაულად მივიჩნევთ" - ამბობს პეისლის დედა.