ისლანდიელმა პარლამენტარმა შვილი სიტყვით გამოსვლისას ძუძუთი გამოკვება

ისლანდიელმა პარლამენტის წევრმა უნურ ბრა კონდრადსდოტირმა თავისი პატარა გოგონა მაშინ გამოკვება, როდესაც ის კანონმდებლების წინაშე სიტყვით წარსდგა იმიგრაციის კანონის საკითხზე.

მსგავსი მოვლენა ქვეყანაში პირველია და უნიკალურია, მიუხედავად იმისა, რომ ისლანდია საკმაოდ ლიბერალურია საჯარო ადგილებში ბავშვის ძუძუთი გამოკვების თემის მიმართ. აღნიშნული ფაქტი სწორედ ამ დამოკიდებულებიდანაა გამომდინარე.

პოლიტიკოსმა მოგვიანებით ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა შვილი სიტყვით გამოსვლის დროს ტრიბუნასთან გამოეყვანა:

"მას ძალიან შიოდა, მე კი არ ვგემავდი კათედრაზე წარდგომას. ამ დროს, სხვა  პარლამენტარი აკეთებდა განმარტებებს აღნიშნულ კანონპროექტზე და ვალდებული ვიყავი, მისთვის მეპასუხა.

გადაწყვეტილება უნდა მიმეღო - ან ჩემი პატარა უნდა დამეტოვებინა ატირებული, ან ის ჩემთან ერთად უნდა გამეყვანა ტრიბუნასთან. მიმაჩნია, რომ ჩემი ნაბიჯით ნაკლები არეულობა გამოვიწვიე".