ისლანდიაში 1 საათით შუქი ჩააქრეს და მოსახლეობამ ჩრდილოეთის ნათება უკეთ დაინახა

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში ღამით განათებები გამორთეს, რათა მოქალაქეები და ტურისტები ავრორას მოცეკვავე ნათების ცქერით დამტკბარიყვნენ.

გადაწყვეტილება ქალაქის მმართველობას ეკუთვნის. მათ მოუწოდეს რეიკიავიკისა და მის მეზობლად არსებულ დასახლებებს ჩაექროთ შუქი 1 საათის განმავლობაში, რათა ჩრდილოეთის ციალის სანახაობა უფრო მკვეთრი და გაუმჯობესებული გამხდარიყო.

მოქალაქეებს ასევე ურჩიეს ჩაექროთ შუქი საკუთარ სახლებში, რაც ქალაქის თავზე სინათლით ჰაერის დაბინძურების ხარისხს შეამცირებდა და მოუწოდეს მგზავრებს, გზებზე ფრთხილად გადაადგილებულიყვნენ.

შედეგი ნამდვილად შთამეჭდავი იყო.

ისლანდიაში საუკეთესო დრო ჩრდილოეთის ნათების დასანახავად ოქტომბრიდან მარტამდე გრძელდება, ასე რომ, ბარგის ჩასალაგებლად დრო ჯერ კიდევ არის!