დღეს ღიმილის საერთაშორისო დღეა

ყოველი წლის ოქტომბრის პირველ პარასკევს მსოფლიო ღიმილის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის დაარსების იდეა მასაჩუსეტსელ მხატვარს ჰარვეი ბოლს ეკუთვნის, რომელმაც 1963 წელს პირველი გაღიმებული სახე, იგივე სმაილი, დახატა.

სმაილი პირველად ბაზარზე შექმნიდან 9 წლის შემდეგ, 1972 წელს, გამოვიდა.

საერთაშორისო ღიმილის დღე პირველად 1999 წელს აღინიშნა და მას შემდეგ, ამ მნიშვნელოვანმა დღესასწაულმა ტრადიციის სახე მიიღო.

2001 წელს ჰარვეი გარდაიცვალა, მისი სახელისა და დამსახურების საპატივსაცემოდ კი შეიქმნა ჰარვეი ბოლის ორგანიზაცია. მისი სლოგანია "გავაუმჯობესოთ სამყარო ღიმილით". ორგანიზაცია მასაჩუსეტსში გამართული ღიმილის დღის ყოველწლიური სპონსორია.

მხატვარი და დიზაინერი ჰარვეი ბოლი

არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა ემოციების მატარებელი სმაილია, გაიღიმე და გახადე ვინმე ბედნიერი შენს გვერდით.