9 ოქტომბერს ახალ მზიურში ჯონ ლენონის კედელი გაიხსნება

ჯონ ლენონი — ადამიანი, რომელმაც სამყაროს სიყვარულის და მშვიდობის მნიშვნელობა შეახსენა, ყველასთვის გასაგებ - მუსიკის ენაზე. 2016 წლის 9 ოქტომბერს, 76 წლის გახდებოდა.

სწორედ ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პირველად ამიერკავკასიაში, მზიურში გაიხსნება ჯონ ლენონის კედელი, რომელიც იქნება თავისუფლების სიმბოლო და სიყვარულის და მშვიდობის გზავნილი.

კედელს მოხატავენ სთრით-არტის მხატვრები GagoSH (გიორგი გაგოშიძე) და Afour (ლაშა ბაბუაძე).

დღის მანძილზე ახალ მზიურში სხვა ღონისძიებებიცაა დაგეგმილი:

  • 16:00 - You Are Here -ღონისძიების გზავნილი მსოფლიოს, ჰელიუმის თეთრ ბურთებზე დამაგრებულ ღია ბარათებში: ”სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, შენ ხარ აქ! წარმოიდგინე მშვიდობა მსოფლიოში“.
  • Imagine - “ანა–ბანას” ბავშვთა გუნდის შესრულებით.
  • 18:00 - “ვინილ ფართი”
  • 19:00 -  ჯონ ლენონის 1972 წლის ცოცხალი კონცერტის ჩანაწერის ჩვენება, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა.
  • 20:00 - LIVE ლევან ჯაფარიძე.
  • 20:30 - კინოჩვენება “ Nowhere Boy”
  • 22:00 - სპეციალური ჩართვა ნიუ-იორკის ცენტრალ პარკიდან (გიორგი ჯანელიძე)
  • 23:00 - ჰაერობუსი / მონოსპექტაკლი.

ამ სიმბოლური ღონისძიების გასალამაზებლად, სასურველია მონაწილეები ახალ მზიურში თეთრი ბუშტებითა და თეთრი სამოსით გამოცხადდნენ.

ჯონ ლენონის კედლის გახსნის ღონისძიების ორგანიზატორები არიან ახალი მზიური, ბითლზის ქართული ფანკლუბი და კომპანია Geb Group.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მის ფეისბუკ გვერდს.