102 წლის ბებოს პოლიციამ დაპატიმრებით ოცნება აუსრულა

ადამიანების უმრავლესობა ცხოვრების განმავლობაში კანონს იმიტომ იცავს, რადგან პოლიციასთან ურთიერთობა აირიდოს. 102 წლის ედი სიმსი მათ რიგებში არ შედის.

მეამბოხე სულის ბებიას სენტ ლუისიდან, მისურის პოლიციამ ოცნება აუსრულა, ასე რომ ედიმ სურვილების სიის ჩამონათვალში "დაპატიმრებაც" მოინიშნა.

ედის ბრალი არაფერში მიუძღვის იმის გარდა, რომ ძალიან საყვარელი მოხუცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქველმოქმედებასაც ეწევა და მოხუცების თავშესაფარს საჩუქრებს უკეთებს. თავშესაფრის ერთ-ერთი თანამშრომელი პოლიციის ოფიცრის მეგობარია და გადაწყვიტა კეთილ ედისთვის ოცნება აესრულებინა.

ამის შემდეგ ედი მოულოდნელად ჩასვეს პოლიციის მანქანაში და განყოფილებაში გააქროლეს, მან ოფიცრებთან ერთად ბინგო ითამაშა და თავისი მოქსოვილი წინდები გადასცა. როდესაც ენდის კითხეს, ისიამოვნა თუ არა ამ საოცნებო გამოცდილებით, მან უპასუხა:

"ძალიან, ყველაფერი იყო, ხელბორკილები და ამბები".