საქართველოში პირველად შესრულდება გია ყანჩელის AL Niente სიმფონიური ორკესტრისთვის

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ოქტომბერს, 19:30 საათზე, ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი, წარმოგიდგენთ გია ყანჩელის ნაწარმოების  „Al Niente სიმფონიური ორკესტრისათვის“ პირველ შესრულებას საქართველოში.

ღონისძიებაში მონაწილეობს ანტვერპენის სამეფო კონსერვატორიის სტუდენტი, მევიოლინე - ლეონ ბლეხი; დირიჟორი - ნიკოლაი ალექსეევი (პეტერბურგის ფილარმონიული ორკესტრის დირიჟორი);

კონცერტზე ასევე შესრულდება კარლ მარია ვებერის ოვერტიურა „ობერონი“ და მაქს ბრუხის კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.