ანიტა რაჭველიშვილმა უცნობი ახალგაზრდა მუსიკოსის კონკურსზე გამგზავრება დააფინანსა

ქართველმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა სოციალურად დაუცველ მოზარდი, რომელიც იტალიაში, საფორტეპიანო კონკურსზე, ფინანსების არ ქონის გამო ვერ მიემგზავრებოდა, დააფინანსა.

ინფორმაციას ფეისბუკზე მარიკა ბაკურაძე ავრცელებს, რომელმაც ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ გუშინ დაწერა:

"დღეს, მერიამ უარი უთხრა უმამო და სოც.დაუცველ ბავშვს, დაეფინანსებინა სულ რაღაც 700 დოლარით და გაეშვა იტალიაში, საფორტეპიანო კონკურსზე. მაშინ როცა: ბავშვი არის არაერთგზის ლაურეატი, საკუთარ მუსიკალურ სკოლაში წარმატებით და შედეგებით არის #1, მთელი ზაფხული მეცადინეობაში გაატარა - ამ კონკურსის მოლოდინში, საკუთარი და ახლობლების ფულით იყიდა იტალიის ბილეთები და ეს 700 დოლარი მხოლოდ საცხოვრებელი თანხა იყო - ამას უკვე მისი მარტოხელა დედა ვეღარ გაწვდა. ამდენ ხნიანი მოლოდინი და საბუთების შეგროვება ერთ დღეში წყალში ჩაუყარეს 16 წლის ბავშვს. 

ხვალ უკვე კონკურსზე რეგისტრაციის ვადა იწურება".

წარმატებები ახალგაზრდა მუსიკოსს, რომელსაც დღეს სასიამოვნო სიურპრიზი დახვდება.