8 წლის სკეიტბორდერი შენი ცხოვრების ახალი გმირი გახდება

8 წლის იაპონელი სკეიტბორდერი სკაი ბრაუნი Vans-ის კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილე გახდა და მასზე ასაკით და ზომით 2-ჯერ დიდ სპორტსმენებს შეეჯიბრა.

სკაი და მისი 5 წლის ძმა ოუშენი იუთუბისა და ინსტაგრამის ნამდვილი ვარსკვლავები არიან და აოცებენ მაყურებელს თავიანთი გასაოცარი შესაძლებლობებით.

"ჩემი გული საკმაოდ დიდი და ძლიერია და შემიძლია ჩემზე უფროს ადამიანებზე უკეთესი ვიყო" - ამბობს ის.