ახალი ავტობუსების ფოტოები, რომლებიც ამ თვის ბოლოს თბილისში შემოვლენ

შემოდგომის პირველი თვის ბოლოდან თბილისში 10 ახალი ავტობუსი შემოვა. ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და საწვავად იყენებენ ბუნებრივ აირს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლება ეტაპობრივი პროცესი იქნება და დანარჩენი 143 ავტობუსი დედაქალაქში შემდეგი 7 თვის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს.

ფოტო: ირაკლი ლეკვინაძე

თბილისის მერია აცხადებს, მათ აქვთ ავტობუსების განახლების ოთხწლიანი გეგმა. დავით ნარმანია პოლონეთში იმყოფება, სადაც ის ავტომწარმოებელი კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა და დაათვალიერა, თუ როგორ იწყობა თბილისის დედაქალაქისთვის განკუთვნილი ავტობუსები.

ავტობუსების პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებას თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2016 წლის დასაწყისში მოეწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, EBRD მერიას ავტობუსების შესაძენად 27 მილიონ ევროს გამოუყოფს.