გიგანტური პანდები გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიიდან ამოიღეს

კარგი ამბავი ცხოველების გულშემატკივრებისთვის. გიგანტური პანდები იმ ცხოველთა სახეობებში აღარ არიან, რომელთა გადაშენების საფრთხეც არსებობს.

ამ საყვარელი ცხოველების ოფიციალურმა სტატუსმა გადაშენების პირას მყოფიდან მოწყვლადების ჯგუფში გადაინაცვლა.

სასიამოვნო ცვლილება ბუნების დაცვის საერთაშორისო გაერთიანების წითელი სიის განახლების დროს გამოცხადდა.

ბოლო ცნობებით, ჩინეთში 1,864 მოზრდილი გიგანტური პანდა ცხოვრობს.