ნინო ხომერიკმა ევროპის მოჭადრაკეების ახალგაზრდულ ჩემპიონატში გაიმარჯვა

ნინო ხომერიკი ევროპის ახალგაზრდულ ჭადრაკის ჩემპიონატში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. შეჯიბრი 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს შორის პრაღაში გაიმართა.

ნინო ხომერიკმა მაქსიმუმი 9-დან 7,5 ქულა დააგროვა.

10 დღიანი ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდნენ მოჭადრაკეები საქართველოდან, სომხეთიდან, ესპანეთიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან და რუსეთიდან.