მსოფლიოს ულამაზესი ცხენი დოკუმენტურ სერიალში გადასაღებად ნიუ-იორკში მიდის

წითელი ხალიჩების გაშლის დროა - მსოფლიოს ულამაზესი ცხენის წოდებით დაჯილდოებული დიდებული ფრედერიკი ნიუ-იორკში მიდის.

ფრისლანდიელი ცხენების იშვიათი სახეობის წარმომადგენელი ულაყი 21-25 სექტემბერს ცენტრალ პარკში გამართული ცხენების შოუში მიიღებს მონაწილეობას. მას გადაიღებენ 10 ნაწილიან სერიალში, სახელწოდებით "დიდებული ფრედერიკის სილამაზის მიღმა".

დოკუმენტური სერიალი 2017 წლის გაზაფხულზე გამოვა.