ჰავაელმა ქალმა ლას-ვეგასში $3-ით $10,7 მლნ მოიგო

ამერიკელმა ქალმა ლას-ვეგასში ჯეკპოტი მოხსნა. მან 3 ამერიკული დოლარით $10 777 270 მოიგო. ინფორმაციას Fox 11 ავრცელებს.

The Wynn-ის კაზინოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქალმა ჰავაიდან, რომელიც საზოგადოებისთვის იდენტიფიცირებული არაა, სლოტ-მანქანაში 3 დოლარიანის ჩაგდების შემდეგ ჯეკპოტი მოხსნა.

ჯეკპოტი კვირას, 21 აგვისტოს, საღამოს 9 საათზე გათამაშდა.