გააგრძელე საქართველოს ისტორია ახალი სეზონით ოქტომბერში დაბრუნდება ტელეეკრანებზე

გააგრძელე საქართველოს ისტორია ახალი სეზონით ბრუნდება. 

მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების სერია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ოქტომბრიდან გავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პროექტის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.

პროექტის იდეის ავტორი, სცენარისტი და წამყვანი გურამ ქართველიშვილის თქმით, მეოთხე სეზონში 26 სერია შევა.

გააგრძელე საქართველოს ისტორია 2012 წელს დაიწყო. მის ანგარიშზე 3 სეზონი და 17 სერია ირიცხება.