ხელიხელჩაკიდებული დაბადებული ტყუპი დები დღემდე ვერ ძლებენ უერთმანეთოდ

განსაკუთრებულად და საინტერესოდ დაიწყო ოკეანის გადაღმა ტყუპი დების ჯენა და ჯილიან ზისთლვეითების ისტორია, რომლებიც დედის მუცელში 9 თვიანი ლოდინის შემდეგ გარესამყაროს ხელი-ხელ ჩაკიდებულები მოევლინენ.

“გოგონები 45 წამიანი ინტერვალით დაიბადნენ და როდესაც მათ პირველი შეხვედრისას ერთმანეთს ხელი ჩაჭიდეს, ჩემს ქმარს გავხედე რომელიც ტიროდა, შემდეგ გარშემო მიმოვიხედე და დავიანხე რომ ერთადერთი ვინც ოთახში არ ტიროდა მე ვიყავი” - ამბობს People-სთან ინტერვიუში ტყუპების დედა.

ტყუპების ისტორია დღემდე ასე გრძელდება, ჯენა და ჯილიანი ერთმანეთის გარეშე არსად არ დადიან და ერთმანეთს დების გარდა საუკეთესო მეგობრებსაც უწოდებენ.

“ხანდახან, როდესაც ჩემი ქმარი მაღაზიაში აპირებს წასვლას და ცდილობს ტყუპებიდან რომელიმე გაიყოლოს, ამას ვერასდროს ახერხებს, გოგონები ერთმანეთის გარეშე არსად დადიან” - ამბობს ზისთლვეითების დედა.