2 წლის გოგონა თავის გადამრჩენელ პოლიციელს ჩაით გაუმასპინძლდა

გასულ წელს პოლიციის კაპრალმა პატრიკ რეიმ პატარა გოგონას სიცოცხლე იხსნა, რომელმაც მონეტა გადაყლაპა და სასუნთქი გზების გადაკეტვის შედეგად, ასფიქსია განუვითარდა.

ერთი წლის აღსანიშნავად, გოგონამ რეი საკუთარ სახლში ჩაიზე მიიწვია და რა თქმა უნდა უარი არ მიუღია.

"როდესაც ვეკითხები ჩემს შვილს, თუ ვისთვის უნდა ვილოცოთ ძილის წინ, ბექსლი ყოველთვის ამბობს - ოფიცერ რეისთვის ვილოცოთ. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება კაპრალის გმირული საქციელი" - უთხრა გოგონას დედამ CBS-ის ჟურნალისტს.