რიოს ოლიმპიადის ყველაზე საყვარელი მოცურავე გულწრფელი ემოციების მქონე ჩინელი ფუ იოია

იმისათვის რომ ინტერნეტ ვარსკვლავი გახდეთ, საჭირო ნამდვილად არ არის ნაცნობი დათო რომელიმე უწყებაში, არც ლექსის კითხვა გევალებათ ისეთი სახით, თითქოს დიდი ხანია ტუალეტში გასვლა გსურთ, მაგრამ ვიღაც გიჭერთ და არ გაცდით ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, არც სუპერმარკეტის მოლარესთან დაგჭირდებათ ჩხუბი და იმის ძახილი, რომ სახალხო არტისტი ხართ.

უბრალოდ შეგიძლიათ მიბაძოთ 20 წლის ჩინელ მოცურავე ფუ იოის, რომელმაც ინტერნეტი რიოს ოლიმპიადაზე გამოხატული გულწრფელი რეაქციებით დაიპყრო.

ქალთა შორის ცურვის ნახევარფინალში ფუმ საკუთარი შედეგი გააუმჯობესა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, თუმცა მას ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა სანამ ჟურნალისტმა არ უთხრა.

მისი სახალისო რეაქცია გადამდები აღმოჩნდა სრულიად სამყაროსთვის და მალევე პოპულარული გახდა ჩვენი დროის კიდევ ერთი ინტერნეტ ვარსკვლავი.

მეორე დღეს, როდესაც მან კისერზე ბრინჯაოს მედალი ჩამოჰკიდეს, ნამდვილად არ ეკუთვნოდა საკუთარ თავს.

მისმა შეუზღუდავმა და დაუოკებელმა სიხალისემ და გულწრფელობამ კი სწრაფად დაიპყრო ყველა იმ ადამიანების გული, ვინც რიოს ოლიმპიადას უყურებდა.

ფუ იოის ნამდვილი გმირია და არ უშინდება გამოხატოს ის პაწაწინა ემოციები, რომელიც მას აქვს.

თუმცა რა თქმა უნდა ისიც ადამიანია და ხანდახან მასაც ისევე სტიკვა როგორც თითოეულ ჩვენგანს.

ყველაზე მთავარი კი რაც ფუ იოუში მოსწონს და ხიბლავს აუდიტორიას და აწი უკვე მის ფანებს, არის ის, რომ მასში ვერც ერთი წამით ვერ შეამჩნევ სიყალბეს.