საქართველოს მოსწავლეთა გუნდი ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვა.

ინფორმაციას აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მასწავლებელი თემურ გაჩეჩილაძე ავრცელებს:

„დღეს სასიხარულო, უმნიშნელოვანესი მოვლენის მოწმეები გავხდით -საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდი ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირის ოქროს მედლების მფლობელი გახდა!!!“

თემურ გაჩეჩილაძის ცნობით, ირანის ქალაქ შირაზში მიმდინარე ტურნირის ფინალში საქართველოს გუნდი 16 მონაწილე გუნდს შორის საუკეთესო შედეგით გავიდა:

„ფინალამდე მათ მოიგეს ოთხი წინასწარი ეტაპი, საუკეთესო შედეგი აჩვენეს ნახევარფინალის მონაწილე ცხრა გუნდს შორის და ფინალში 4,2 ქულით გაუსწრეს მეორე ადგილზე გასულ ბელორუსის გუნდს. ვულოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას საქართველოს გუნდს”.

ნაკრების წევრები არიან:

  1. ზურაბ ჯაში - გუნდის კაპიტანი, აკად. ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლა;
  2. თეკლე დოლიძე - ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა მათემატიკის თბილისის 199-ე საჯარო სკოლა;
  3. გვანცა მარგველაშვილი - ა. რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა;
  4. მარიამ ლომთაძე - ა. რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა;
  5. ლაშა თარგამაძე - ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა მათემატიკის თბილისის 199-ე საჯარო სკოლა;
  6. ლაზარე ოსმანოვი - აკად. ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლა.

გუნდის ხელმძღვანელები არიან ნიკა საბაშვილი და გიორგი ხომერიკი.

თემურ გაჩეჩილაძის ცნობით, გუნდს ფინანსური მხარდაჭერა თბილისის მერიამ და ბაზისბანკმა გაუწიეს.