ანკარის თასზე ქართველმა ჰოკეისტებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს

25-27 ივნისს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გამართულ ტურნირზე "ანკარის თასი" ქართველმა ჰოკეისტებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ინფორმაციას საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია ავრცელებს:

"ტურნირი დაფუძნდა ანკარის ყინულის ახალი მოედნის გახსნის აღსანიშნავად. ტურნირში მონაწილეობას ღებულობდნენ თურქეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის და საქართველოს ეროვნული ნაკრებები".

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ორი გამარჯვების შემდეგ "ანკარის თასი" მოიპოვა:

  • 26 ივნისი - საქართველო - ბოსნია და ჰერცეგოვინა 14:2;
  • 27 ივნისი - თურქეთი - საქართველო 1:8.