სიდნეის ქარიშხალს გადარჩენილი პატარა ბეწვიანი სელაპი თავისუფალია

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ივნისში კოკისპირული წვიმა და ქარიშხალი იყო, რომლის დროსაც დაიტბორა სახლები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მოსახლეობა.

სტიქიის შემდეგ, სამაშველო ჯგუფებმა თვრამეტი თვის ბეწვიანი სელაპი იპოვეს, რომელსაც შემდგომ „ელვისი“ დაარქვეს და ორი კვირის განმავლობაში სიდნეის ცხოველთა ჰოსპიტალში უვლიდნენ.

როგორც ვეტერინარი ლარი ვოგელნესი ამბობს, „ელვისი“ იღბლიანი აღმოჩნდა. მას 24 საათიანი ზრუნვა, ანტიბიოტიკები და თევზის დიეტა დაენიშნა. ამის შემდეგ ის გაათავისუფლეს და სიდნეის ნავსადგურიდან წყალში გაუშვეს.

„ის წყალში ფანტასტიკურად გამოიყურებოდა, ვიმედოვნებთ, რომ ის დიდი ჯანმრთელი სელაპი გაიზრდება“ - ამბომბს ტარონგას ზოოპარკის წარმომადგენელი პაულ ფაჰი.